
ავტორი
Front News საქართველო
მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტს ეხმაურება.
"დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, საქართველოში პუტინის იდეოლოგები არ უნდა ზეიმობდნენ", – წერს მეუფე მელქისედეკი.
რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა, ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც "რუმსთან", ისე "ვინოტელთან", სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოზნერი სტუმრებთან ერთად საქართველოს დაგეგმილზე ადრე, დღეს გამთენიისას დატოვებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს