დანაღმვის შესახებ შეტყობინებები სავაჭრო ცენტრებშიც შევიდა


ავტორი
Front News საქართველო
დანაღმვის შესახებ შეტყობინებები თბილისში, რამდენიმე სავაჭრო ცენტრშიც შევიდა.
“ისთ ფოინთი” სოციალურ ქსელში წერს, რომ საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია, რის შემდეგაც შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია განხორციელდა “თბილისი ცენტრალში” და “თბილისი მოლშიც”.
დღის განმავლობაში ელექტრონულ ფოსტაზე მსგავსი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასამართლომ, ასევე კერძო სკოლამ თბილისში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Feastpointtbilisi%2Fposts%2Fpfbid02rXiWCu7pQ4r4Kw51eoDUmxuVyELikMV1ghGDCEKaTc2JZTKJZ2WB6w3e9xQxyqJTl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”265″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
გამნაღმველები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს