დანი სიმიონის წინააღმდეგ - რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები


ავტორი
Front News საქართველო
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სავარაუდოდ, ბუქარესტის მერი ნიკუსორ დენი ლიდერობს და თითქმის 10%-იანი სხვაობით უსწრებს ჯორჯე სიმიონს.
CURS-ის ეგზიტპოლის თანახმად, უპირატესობა ბუქარესტის ლიბერალ მერს ნიკუშორ დანს აქვს. მას ხმების 54.1% აქვს, მის ოპონენტს, ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონს - 45.9%.
Avangarde-ის ეგზიტპოლის თანახმად, დანს ხმების 54.9% აქვს, ხოლო სიმიონს - 45.1%.
საარჩევნო უბნების დახურვის მომენტისთვის ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 65% იყო.
კენჭისყრის ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ჯორჯე სიმიონი პირველ ტურში ხმების 40.94%-ით პირველ ადგილზე გავიდა, დამოუკიდებელ კანდიდატი, ნიკუსორ დანის კი ამომრჩეველთა 20.99%-მა დაუჭირა მხარი.
თაგები:
რუმინეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს