დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს თავისუფლების 3-3 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

ავტორი
Front News საქართველო
2023 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე სამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ 23 წლის დანიელ მუმლაძეს და 26 წლის გურამ ხუტაშვილს მოსამართლე ლილი მსხილაძემ თავისუფლების 3-3 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთა სასჯელის 1/3-ით შემცირებას ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულები დაკავების დღიდან აღიარებდნენ დანაშაულს და ამბობდნენ, რომ ზარალს აანაზღაურებდნენ, თუმცა მათ საპროცესო ხელშეკრულება არ გაუფორმეს.
არცერთი მათგანი აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა.
თაგები:
განაჩენი




