“დანიელსონი მზად არის, იმუშაოს მხარეებთან ერთად იქამდე, ვიდრე არ იქნება შეთანხმება მიღწეული”


ავტორი
Front News საქართველო
დანიელსონი მზად არის, იმუშაოს მხარეებთან ერთად იქამდე, ვიდრე არ იქნება შეთანხმება მიღწეული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება შესაძლებლობა, რომ ქვეყანა კრიზისიდან შეთანხმების გზით გამოვიდეს.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გუშინდელი დღისა და „ქართული ოცნების“ განცხადებების შემდეგ, რომლითაც პრაქტიკულად, დაგვიანონსეს, რომ მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, დანიელსონი დარჩა საქართველოში. უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც დღეს მისგან მოვისმინეთ, რომ ეს დარჩენა არ იყო ერთდღიანი და მზად არის, იმუშაოს მხარეებთან ერთად იქამდე, ვიდრე არ იქნება შეთანხმება მიღწეული.
რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ არსებობს გონივრული ვადები და ეს მოლაპარაკება თვეების მანძილზე ვერ გაიწელება, მაგრამ ნამდვილად კარგია, რომ სულ მცირე უახლოესი დღეების განმავლობაში ჩვენ გვექნება საშუალება გავაგრძელოთ მუშაობა და გვექნება შანსი, რომ შეთანხმების გზით გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ამიტომ, მთავარი, რაც მოვისმინეთ ამ შეხვედრაზე, არის სწორედ ეს, რომ მოლაპარაკებები არ სრულდება და უფრო მეტიც, დანიელსონი აქ იქნება იქამდე, ვიდრე მხარეები არ მივლენ შეთანხმებამდე ან რომელიმე მხარე ღიად არ განაცხადებს, რომ მას არ სურს შეთანხმება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს