
ავტორი
Front News საქართველო
მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პოზიტიური ცვლილებისა და გავლენის წყარო ამ ქვეყანაში ან სხვა რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი შეეცდება დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში და დაემუქროს საარჩევნო სისტემას.
“ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია იმ იდეისა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, საარჩევნო სისტემასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან, რათა ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რომ არ არსებობს ჩარევა უცხოური ქვეყნებიდან, რათა ქართველებმა, რომლებიც არჩევნებზე წავლენ, იცოდნენ, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია, მათი ხმა დაცულია და დათვლილია. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა ეს სწორედ ასე იყოს”, – განაცხადა დანიგანმა.
თაგები:
რობინ დანიგანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს