
ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება ძალიან მკაფიოა, სამწუხაროა, მაგრამ გაუგებარი არ არის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.
“მე ძალიან მკაფიოდ ვამბობდი, რომ ეს არ არის ის, სადაც შეერთებულ შტატებს სურს, რომ იყოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენ ვახორციელებთ ორმხრივი ურთიერთობის აბსოლუტურ გადახედვას და როგორც ამ განხილვის ნაწილი, სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო აღნიშნული წვრთნების გაუქმება, პარტიის ზოგიერთი წევრის საჯარო განცხადებების გამო აშშ-სა და ჩვენს განზრახვებზე ამ ქვეყანაში.
ასე რომ, ვფიქრობ, შემიძლია, გავიმეორო თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მკაფიოა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება“, – განაცხადა დანიგანმა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.
თაგები:
რობინ დანიგანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს