
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეს წინანდალს ვეწვიე. საკუთარი თვალით ვიხილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებელთა სათუთი დამოკიდებულება ორგანული პროდუქციის მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია, – ამის შესახებ საქართველოში დანიის სამეფოს ელჩი ანე ტოფტ სორენსენი “ტვიტერზე” წერს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის დღეების ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა.
“მიყვარს ულამაზესი შემოდგომა საქართველოში. საქართველოს მთავრობის მოწვევით, დღეს წინანდალს ვეწვიე. საკუთარი თვალით ვიხილე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქართველ მწარმოებელთა სათუთი დამოკიდებულება ორგანული პროდუქციის მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია. ორგანულ საკვებ პროდუქტებს დანიის საცალო ვაჭრობის ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე დიდი წილი უკავია”,-წერს დანიის სამეფოს ელჩი “ტვიტერზე”.
თაგები:
რთველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს