დანილოვი – გვაქვს თუ არა უფლება, გავანადგუროთ სისტემები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზეა? დიახ, გვაქვს, ჩვენ ამას ჩვენივე იარაღით გავაკეთებთ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინას აქვს სრული უფლება, საკუთარი წარმოების იარაღის გამოყენებით გაანადგუროს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას.
“ერთ მაგალითს მოვიყვან, ქალაქ ხარკოვს პერიოდულად ესვრიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან S-300 რაკეტებით. გვაქვს თუ არა უფლება, გავანადგუროთ ეს სისტემები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზეა? დიახ, გვაქვს. ჩვენ ამას გავაკეთებთ არა დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღით, არამედ ჩვენივე იარაღით, რომელიც გვაქვს ჩვენს არსენალში“, – განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები არ იყენებენ დასავლურ იარაღს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. ამავდროულად, უკრაინას აქვს საკუთარი რაკეტები, კომპლექსები და დრონები, რომლებსაც შეუძლიათ ამ ფუნქციების შესრულება.
დანილოვმა ადრეც განაცხადა, რომ უკრაინას აქვს საკუთარი წარმოების იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს სამიზნეები რუსეთში.
თაგები:
ალექსეი დანილოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს