დანილოვი – მომდევნო ორი-სამი თვე ომში თითქმის გადამწყვეტი იქნება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, ორივე მხარე ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის და რუსეთ-უკრაინას შორის ომში მომავალი რამდენიმე თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
“მომდევნო ორი-სამი თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და თითქმის გადამწყვეტი იქნება ამ ბრძოლაში, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით და ჩვენი მტერი, აგრესორი ემზადება“, – განაცხადა დანილოვმა.
ამ განცხადებით დანილოვი უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის სერგეი სუროვიკინის ვალერი გერასიმოვით შეცვლას გამოეხმაურა.
თაგები:
ალექსეი დანილოვი




