დანილოვი – მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთმა შეიძლება, ქიმიური ან ბირთვული იარაღი გამოიყენოს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ რუსეთმა შეიძლება, ქიმიური ან ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
“პირადად მე ძალიან არ მინდოდა რუსეთის ამ შემოჭრის დაჯერება, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო. მესმოდა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება. შემიძლია ახლაც არ მჯეროდეს ქიმიური და ბირთვული იარაღის გამოყენების, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ვითარება გაცილებით უფრო რთულია, თუმცა უკრაინა შესაძლო ინციდენტებისთვის ემზადება.
“რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, იქ სიტუაცია უფრო რთულია, თუმცა, ჩვენ ასევე ვემზადებით შესაძლო ინციდენტებისთვის. ხელისუფლებას არ სურს ვინმეს შეშინება, მაგრამ მსგავსი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა დანილოვმა.
თაგები:
ალექსეი დანილოვი