დანილოვი – ოკუპანტები დონბასის აღებას აღდგომამდე გეგმავენ, “ფიურერისთვის“ საჩუქრის გაკეთება უნდათ


ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოკუპანტები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრულად აღებას აღდგომამდე გეგმავენ, ამ გზით ისინი პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას აპირებენ, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
“რუს სამხედროებს დასახული აქვთ ამოცანა აღდგომამდე დაიკავონ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიები და “ფიურერს” საჩუქარი გაუკეთონ, თუმცა არ გამოუვათ, წარმატებას ვერ მიაღწევენ!” – წერს დანილოვი „ტვიტერზე“.
ამასთან, მან ფრონტის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
დონბასზე შეტევის დაწყება უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა და განაცხადა, რომ უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს