დანილოვი – რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კარი დახურულია


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კარი დახურულია და უკრაინა დიალოგის დაწყებას არ აპირებს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
“ჩვენ არ დაგვიხურავს კარები (მოლაპარაკებისთვის), არ ვაპირებთ მათ გაღებას, ჩვენთან საკმაოდ მჭიდროდ არის დაკეტილი. თქვენ იცით, რომ ამ საკითხზე არის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა დანილოვმა ჩინეთის სპეციალური წარმომადგენლის ლი ჰუის განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების მოსაზრება აიხსნება იმით, რომ ისინი საკუთარ ინტერესებს იცავენ და “საკუთარი მოხმარებისთვის გარკვეულ პროცესებს ამუშავებენ“.
მისივე თქმით, უკრაინის ომის დასრულების პირობები საკმაოდ მარტივია: 1991 წლის საზღვრები, პუტინისა და მისი თანამზრახველების პასუხისმგებლობა ყველა დანაშაულზე, ზიანის ანაზღაურება და უსაფრთხოების გარანტიები.
ჩინეთის სპეციალური წარმომადგენლის ლი ჰუის განცხადებით, “არც რუსეთს და არც უკრაინას მოლაპარაკებებისთვის კარი არ დაუხურავთ”.
ეს მოსაზრება მან მოსკოვში, კიევსა და ევროპის ქვეყნების სხვა ქალაქებში ვიზიტის შემდეგ გამოთქვა.
ამავდროულად, მან განმარტა, რომ აგრესორი ქვეყანა თითქოს არასოდეს ყოფილა დიალოგის წინააღმდეგი ომის დასასრულებლად.
სპეციალური წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მისმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს აქტიური მუშაობა რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობისთვის.
თაგები:
ალექსეი დანილოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს