დანილოვი – რუსული რაკეტები ჰაერში, ხმელეთზე და ზღვაზე გაშვებამდე უნდა განადგურდეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების მთავარი პირობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
დანილოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი პირობა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისთვის არის რუსი ოკუპანტების უკრაინის საზღვრებიდან გასვლა.
“შესრულების გარანტია არის უკრაინაში თანამედროვე საჰაერო თავადაცვის სისტემების, ავიაციის, ტანკებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა.
სტრატეგია არის პრევენციული მოქმედება. რუსული რაკეტები ჰაერში, ხმელეთზე და ზღვაზე გაშვებამდე უნდა განადგურდეს”, – წერს დანილოვი “ტვიტერზე”.
თაგები:
ალექსეი დანილოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს