დანილოვი – სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება მას შემდეგ, რაც F-16-ები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ჩამოვა


ავტორი
Front News საქართველო
ვითარება ბრძოლის ველზე შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, როგორც კი უკრაინა F-16 გამანადგურებლებს მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, “სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება” მას შემდეგ, რაც F-16-ები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დასავლეთიდან ჩამოვა.
ამავე დროს, დანილოვის თქმით, უკრაინის მთელი ტერიტორიის დეოკუპაციისთვის საჭირო დროის პროგნოზირება რთულია.
“სანამ რუსეთი აგრძელებს ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის ოკუპაციას, მოლაპარაკებებზე საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა დანილოვმა.
თაგები:
ალექსეი დანილოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს