დანილოვი – უნგრეთმა იცოდა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ და ტერიტორიის ნაწილის წაღება სურდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინაზე თავდასხმის მზადების შესახებ იცოდა.
“უნგრეთი ღიად აცხადებს თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან. უფრო მეტიც, პუტინმა წინასწარ გააფრთხილა, რომ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმები იქნებოდა. თქვენ ნახეთ მისი პოზიცია”, – განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, უნგრეთს ჰქონდა გეგმები უკრაინის ტერიტორიის ნაწილთან დაკავშირებით.
“ის რატომღაც მიიჩნევდა, რომ შეუძლია წაიღოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი. ეს არასდროს მოხდება. ვნახოთ, რა შედეგები იქნება ამ ომის შემდეგ ამ ქვეყნისთვის“, – აღნიშნა დანილოვმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს