დანილოვმა უკრაინაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის ოთხი პირობა დაასახელა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მნიშვნელოვანი საკითხია, ამისთვის საჭიროა მთელი რიგი პირობების დაცვა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამჟამად განიხილება რამდენიმე წინადადება საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ “არსებობს ოთხი ძირითადი კომპონენტი, რომელთა მოგვარებაც საჭიროა“.
“პირველ რიგში, ეს არის იმ აეროპორტების დაცვა, სადაც გადაწყდება თვითმფრინავების გამოყენება. მეორეც, ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მზად, სადაზღვევო მექანიზმი უნდა იყოს ჩართული, რადგან დაზღვევის გარეშე ამას არავინ გააკეთებს. კომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს“, – განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით ეს საკითხები მოგვარდება და უკრაინა ადრე თუ გვიან შეძლებს თავისი ცის გამოყენებას.
“ვფიქრობ, მომავალ წელს ჩვენ აუცილებლად წინ წავწევთ ამ საკითხს“, – აღნიშნა მან.
თაგები:
ალექსეი დანილოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს