
ავტორი
Front News საქართველო
ერთი წამითაც რომ ეჭვი მეპარებოდეს, დარწმუნებული არ ვიყო, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი ჩვენთვის სტრატეგიულია, დღეს აქ არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
„რაც შეეხება მათ მოთხოვნებს და ჩემს გადადგომას, ერთი წამითაც რომ ეჭვი მეპარებოდეს, არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, დღეს აქ, თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებითი მოწოდება არ დამჭირდებოდა.
დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ისეთი სისტემა, რომელიც იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი. „ნამახვანი ჰესი“, როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო, კარგად მოკვლეული, სრულყოფილი პროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა თურნავამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს