Logo

“დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია ძალიან მალე თავისუფალი იქნება”

Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, სადაც ის ნიკა მელიას შეხვდა, განაცხადა, რომ ნიკა მელია მალე გათავისუფლდება.

მისივე განმარტებით, ენმ-ის თავმჯდომარე იყრის თუ არა კენჭს მერობაზე, ამაზე თავად მელია ისაუბრებს, როცა საპატიმროს დატოვებს.

"მას ჯერ არ გადაუწყვეტია რას აპირებს და როგორ აპირებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იმ დრომდე, რომ ნიკა იყოს გარეთ და ამის შემდეგ უკვე თვითონ განაცხადებს თავისი გეგმების შესახებ, იგივე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. 

ის თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება გამოსასყიდი ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება და ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება იყოს 3, 5 დღე, ერთი კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება" – განაცხადა ბოტკოველმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები