Logo

“დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიას ვერავინ დაამარცხებს, იმიტომ რომ მას სულით და გულით უყვარს საქართველო”

Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა ანზორ მელია შვილის გათავისუფლებას ელოდება. 

"ბედნიერი ვარ იმით, რომ ნიკა დღეს იქნება თავის შვილთან ერთად და სანდროსთან ტყუილების თქმა არ დამჭირდება, იმიტომ რომ ხან რას ვეუბნებოდი ხან რას და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩაეხუტებიან ერთმანეთს.

მე მეამაყება ნიკას ასეთი ძლიერი პოზიცია. ის არ არის მოღალატე და არასდროს უღალატებს იმას, რასაც ფიქრობს. ის არის სამშობლოს ერთგული, ნამდვილი ქართველია, უყვარს საქართველო და საქართველოსთვის სიცოცხლესაც კი დადებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ნიკამ ამ ასაკში ამხელა სიყვარული დაიმსახურა. ვამაყობ იმით, რომ ნიკა საქართველოსთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს, იმიტომ რომ ის სულით და გულით ქართველია. 

ნიკა მელია პატარა რომ იყო 12-13 წლის, ყოველთვის მეუბნებოდა, რამ დაგარქმევინა ნიკანორი ჩემთვის. მე ვეუბნებოდი: ნიკა, ეს არის ბერძნული, გამარჯვების მომასწავებელი, შენ ხარ დაბადებული გამარჯვებისთვის. შენ ნახე ცხოვრებაში სულ გამარჯვებული იქნები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელიას ვერავინ ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ მას სულით და გულით უყვარს საქართველო და თავს გადადებს საქართველოსთვის", -აცხადებს ანზორ მელია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები