Logo

“დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოუვათ და 23 მაისს ამას საკადრის პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება”

საზოგადოება
796
Frontnews image description

"ენკას" ხელმძღვანელების მხრიდან საინფორმაციო კამპანიის დაწყების დაანონსებას, რიონის ხეობიც მცველები ეხმაურებიან. 

"ჩვენ არ გვთვლიან საერთოდ მხარედ, გვთვლიან ირაციონალურ რაღაც შიშების გამაღრმავებელ ადამიანებად. ეს არის ზოგადად პრობლემა და რეალურად, საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რაც ენერგოდამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ არ შევდივართ საკითხის შინაარსში და ასე დემონიზება ხდება პირდაპირ მხარის, ამ შემთხვევაში ჩვენი მხარის მათი მხრიდან, სწორედ ეს უქმნის საფრთხეს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, იმიტომ რომ საკითხებს აღარ ვწყვეტთ. ანუ მიდის ფლაიერებით, ბუკლეტებით საუბარი, ამიტომ ახლა გადაბრალება ასე უნიჭოთ, რასაც აკეთებენ ყოველდღიურ რეჟიმში, დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოუვათ და 23 მაისს ამას საკადრის პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება"-აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" კი აცხადებენ, რომ საინფორმაციო კამპანიას აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ "ენკა" და მთავრობაც მზად არიან გარკვეული ცვლილებებისთვის, მოუსმინონ კრიზიკულ აზრს და შეძლებისდაგვარად გაიზიარონ.

"თუ ეს ყველაფერი უბრალოდ იმას ემსახურება, რომ დაარწმუნონ საზოგადოებაში იმაში, რომ ყველაფერი სწორად კეთდება, ეს ალბათ ნაკლები ეფექტის მომტანი იქნება, მაგრამ თუ ეს ყველაფერი იქნება საჯარო განხილვის ფორმით, იქნება იქ კითხვების დასმის და პასუხების გაცემის საშუალება, ჩვენ მივიღებთ იმ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც გვაქვს და შემდგომ ერთად ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდის აქ სწორად და რა – არა, რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგი იქნება"-აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი.

23 მაისს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე, კომპანია "ENKA" ნამახვანჰესის შესახებ საინფორმაციო კამპანიის დაწყებას აანონსებს. კომპანიის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ პროტესტს ირაციონალური უწოდა და აღნიშნა, რომ პროექტს ეწინააღმდეგებიან, რადგან მის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მან მაგიდასთან დისკუსიისთვის რიონის ხეობის მცველებიც მოიწვია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები