დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში გასული წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა


ავტორი
Front News საქართველო
უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე პარაკარატისტია, რომელიც ოთხგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი, შესაბამისმა ფედერაციებმა. საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ერთადერთი სპორტული მედიაკავშირი JAKO -ს საიუბილეო საღამოს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მთავარი სპონსორი და მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
თაგები:
დაჭრილი სამხედროები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა