დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მარათონში მიიღეს მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საზღვაო ქვეითთა ყოველწლიურ მარათონში (Marine Corps Marathon) მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებმა – ილარიონ თამაზაშვილმა, აკაკი ბზეკალავამ, ვალერი ბერიანმა 42 კილომეტრიანი დისტანცია 4 საათში 50 წუთში წარმატებით დაფარეს.
მონაწილეებს სამახსოვრო მედალები გადაეცათ. ქართველ სამხედროებთან ერთად, მარათონში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტალიის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებმა ერთმანეთს პრობლემების დაძლევის გამოცდილებაც გაუზიარეს.
საზღვაო ქვეითთა მარათონი მიზნად დაჭრილი-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
თაგები:
სამხედროები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს