“დათა რომ კვდებოდა, ხელებზე მაკოცა, ერთად დავბერდით და აბა შენ იცი, არსად წახვიდეო”

ავტორი
Front News საქართველო
ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოს დათა ვანიშვილის მეუღლე სამძიმარს გამყოფი ხაზის მეორე მხრიდან იღებს.
დათა პაპასთვის პატივის მისაგებად საოკუპაციო ხაზთან ჩადიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოების წარმომადგენლები.
დათა ვანიშვილის მეუღლე აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს.
"როგორც მე არ დავტოვე სახლი, შენც არ დატოვოო, არსად არ წახვიდეო, ეხლა ჩემი ძმა მეუბნება, მე წაგიყვანო, ჩემმა გოგომაც მე წაგიყვანო, არა-მეთქი, დათა რომ კვდებოდა ეგრე მითხრა, ხელებზე მაკოცა, ერთად დავბერდით და აბა შენ იცი შენი ქალობაო, როგორც მე არ წავართმევინე სახლი, შენც ეგრეო, არსად არ წახვიდე, ქართველები დაგეხმარებიანო", – აღნიშნა ვალია ვანიშვილმა.
დათა ვანიშვილს ხვალ, 22 მარტს საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


