დათო კოდუა - მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ წევრებმა სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში. ადგილზე მმართველი გუნდის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ. მდუმარე აქციაზე სანთლებით დააწერეს „მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს".
დათო კოდუას განცხადებით, აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ნაწილია, კანონზომიერება აღდგება და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ.
"ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღიდან, სოხუმის დაცემიდან, 32 წელი გავიდა. 27 სექტემბერი ტრაგიკული თარიღია თითოეული ჩვენგანისთვის. მჯერა, ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს და ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. აუცილებლად ვიცხოვრებთ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად ერთიან საქართველოში! ეს ისტორიული კანონზომიერებაა და მას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება!“ - განაცხადა დათო კოდუამ.
თაგები:
დათო კოდუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა