დათო კოდუა - ზუგდიდი ხიდია ოკუპირებულ აფხაზეთთან, ეს მისია ჩვენ გვერგო და ეს მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ საარჩევნო კამპანია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივ აქტივთან შეხვედრით დაიწყო. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"საარჩევნო კამპანიის გახსნა ჩვენი გუნდის მთავარ ბირთთვთან შეხვედრით დავიწყეთ. ამ ადამიანებთან ერთად წლებია მოვდივარ და ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. მადლობა თითოეულს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის!
ზუგდიდი ჩემთვის მშობლიური მუნიციპალიტეტია და მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაკავშირებს. ამიტომაც, ჩემი მერობის პერიოდში მაქსიმუმს ჩავდებ ჩემი ზუგდიდისა და ზუგდიდელების კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღისთვის”, - განაცხადა კოდუამ.
დათო კოდუამ მისი მერობის პერიოდში მთავარ მიმართულებებზე და მუშაობის სტილზე ისაუბრა.
"კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, საქმის ერთგულება, პროფესიონალური მიდგომები ყველა სფეროში, მაქსიმალური გამჭვირვალობა, ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობა; ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების მაქსიმალური მხარდაჭერა - ეს იქნება ჩემი მერობის მთავარი მიმართულებები.
ჩვენ წარმოგიდგენთ თვისობრივად განახლებული ზუგდიდის პროგრამას, რომელშიც სფეროების მიხედვით ჩვენს ხედვებსა და რეალურ გეგმებს წარმოვაჩენთ.
ზუგდიდს თავის რამდენიმე განსაკუთრებულ როლთან ერთად აქვს მთავარი როლი - ზუგდიდი ხიდია ოკუპირებულ აფხაზეთთან, ეს მისია ჩვენ გვერგო და ეს მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული”, - განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ.
თაგები:
დათო კოდუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს