დათო კოდუა - ზუგდიდი უნდა გახდეს ბევრი სპორტული ჩემპიონატისა და ტურნირის მასპინძელი


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდმა MAX FIGHT-ის მე-12 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ღონისძიებას ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში მსგავსი სპორტული აქტივობები ტარდება. ზუგდიდი უნდა გახდეს ბევრი სპორტული ჩემპიონატისა და ტურნირის მასპინძელი, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.
საერთაშორისო ტურნირში, ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
მადლობა ტურნირის ორგანიზატორს კიკბოქსინგში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, დავით ქირიას, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს, რათა ჩვენი ქალაქის სახელი სპორტული ღონისძიებების რუკაზე მაღალპროფესიონალურად ჩანდეს”, - განაცხადა დათო კოდუამ.
თაგები:
დათო კოდუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს