დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 10 ახალი ჯავშნირებული მიკროავტობუსით შეივსო


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს 10 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეემატა.
შსს-ს ინფორმაციით, “ფორდის” მარკის ჯავშნირებული მიკროავტობუსები საქალაქთაშორისო თუ ქალაქში ინკასირებისთვის არის განკუთვნილი. 10-ვე ჯავშნირებული მიკროავტობუსი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს გადაეცა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკის განახლება პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მიზანია ოპერატიული მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება.
თაგები:
დაცვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს