“დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეები დილამდე დედაენის ბაღში დარჩებიან

ავტორი
Front News საქართველო
"დაუმორჩილებლობის მარში" დასრულებულია. აქციის მონაწილეები დილის 05:00 საათამდე დედაენის ბაღში დარჩებიან.
მათი თქმით, დედაენის ბაღში სცენა მოეწყობა, საიდანაც გამომსვლელები მარშის მონაწილეებს მიმართავენ და ასევე იქნება მუსიკალური ნომრები.
აქციის ორგანიზატორების თქმით, "დაუმორჩილებლობის მარში" შედგა.
ე.წ. კომენდანტის საათის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტებმა "დაუმორჩილებლობის მარში" გამართეს და მსვლელობა მოაწყვეს. მათი ამ ფორმით კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს.
თაგები:





