
ავტორი
Front News საქართველო
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს მიულოცა.
“ინკლუზია ნიშნავს“… არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას, ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, სადაც იქნება შესაბამისი პირობები, სადაც განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირები სხვადასხვა სფეროებში შეძლებენ რეალიზებას, სადაც მნიშვნელოვანია არა ქრომოსომების რაოდენობა, არამედ განვითარება და თანადგომა“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
მერთან ერთად ინკლუზიურ ცენტრში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი დოლიძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა კილაძე იმყოფებოდნენ.
წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში ამჟამად 16 ბავშვი სწავლობს, აქედან 2 დაუნის სინდრომის მქონეა.
თაგები:
წყალტუბო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს