
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება, მთავარი მოთხოვნა რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმებაა.
“რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება! რუსული თვითმფრინავი საქართველოს ინტერესში არ ჯდება! რუსული თვითმფრინავი არაფერში არ ჯდება!
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – დაუყოვნებლივ შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან!
დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთთან ფრენები არის წითელი ხაზი ევროკავშირისთვის და ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის. ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!
ყველამ იქონიეთ ბანერები თემის შესაბამისი წარწერით, სახმაუროები – სასტვენები, დოლები, ა. შ.
ხმაურით, ერთად და ბევრმა მოვთხოვოთ ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია”, – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს