დაური ისმაილოვი - მარნეულის მცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატი დაური ისმაილოვი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს მართავს და აცხადებს, რომ მათთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე იცის, თუ რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალიტეტში.
მერობის კანდიდატი გეგმავს, რომ გუნდთან ერთად მართოს მუნიციპალიტეტი და ყველა სფერო განავითაროს.
“დავიბადე და გავიზარდე ქალაქ მარნეულში. დღესაც, ჩემ დიდ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ მარნეულში. მარნეულის მცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს. ვფლობ, თუ რა საჭიროებები, რა გამოწვევები არსებობს ქალაქ მარნეულში და მთლიანად მუნიციპალიტეტში.
ვაპირებთ განვავითაროთ მარნეული, განვავითაროთ ყველა სფერო. ეს იქნება ტურიზმი, რისიც დიდი პოტენციალი არსებობს მარნეულში, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდული იდეები, თუ აგროსფერო. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ახალგაზრდებმა, მაქსიმალურად დაიმკვიდრონ თავი და თავიანთი ენერგიითა და ცოდნით უფრო მეტად, ერთად ავაშენოთ ჩვენი მარნეული”, - განაცხადა დაური ისმაილოვმა.
თაგები:
დაური ისმაილოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს