Logo

“დავიღუპე შვილებო, დავრჩი მარტო… დავკრძალავთ სოფლის სასაფლაოზე, სადაც თავისი მშობლები, ძმები არიან”

საზოგადოება
393
Frontnews image description

ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლზე მცხოვრებ დათა ვანიშვილს სოფლის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

"დავიღუპე შვილებო, დავრჩი მარტო. დავკრძალავთ სოფლის სასაფლაოზე, სადაც თავისი მშობლები, ძმები არიან. ზევითაა სასაფლაო. ორჯონიკიძიდან მოდიან ჩემი ძმები, ჩემი შვილი. აქედან ვერავინ მოდის.

შეშა დააპო, არ იყო ცუდად. მახო რომ წავიდა, იჯავრა, ძალიან იჯავრა. გვჭირდება დახმარება, პური, რაღაცეები. პატარა სუფრა რომ გავუშალო.  დღეს უნდოდა ჩემს გოგოს საავადმყოფოში წაყვანა. დავბანე და მკითხა – სად უნდა წამიყვანოოო. მერე მითხრა, შენი სახლიდან არსად წახვიდეო, ჩემი სახლები არ წამართვანო. შენი ფეჩის გვერდზე დაჯექი და ქართველები დაგეხმარებიან, ეგენი მშიერს არ დაგტოვებენო", – განაცხადა დათა ვანიშვილი მეუღლემ ვალია ვანიშვილმა.

მცოცავი ოკუპაციის სიმბოლო დათა ვანიშვილი დღეს გარდაიცვალა.

ვანიშვილების ოჯახი ხურვალეთში, ბობნევის უბანში, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობს, სადაც ოკუპანტენმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართები გაავლეს, რის შედეგადაც ეზო ორად გაიყო, თავად სახლი კი მავთულხლართებს მიღმა მოექცა. 

თაგები:

Advertisement