დავით ჩიხელიძე - აშშ-ის ზეიმი გასაგებია, მაგრამ ევროპას საზეიმო არაფერი აქვს, რადგან ევროკავშირმა ხელი, საკუთარი ეკონომიკის ლიკვიდაციას მოაწერა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-მა ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით, ევროპა საკუთარ ვასალად აქცია, ეკონომიკური შეთანხმება, რომელიც ახლახან გაფორმდა აშშ-ს დომინანტურ პოზიციას ამყარებს, რომელმაც ევროპასთან მისთვის მომგებიანი, მაგრამ ევროკავშირისთვის არასამართლიანი, წამგებიანი და არაპროპორციული შეთანხმება გააფორმა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, „შეთანხმების შემდეგ ორივე მხარე ზეიმობს, აშშ-ს ზეიმი გასაგებია, მაგრამ ევროპას საზეიმო არაფერი აქვს, რადგან ევროკავშირმა ხელი, საკუთარი ეკონომიკის ლიკვიდაციას მოაწერა“.
"აშშ-მა ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით, ევროპა საკუთარ ვასალად აქცია, ეკონომიკური შეთანხმება, რომელიც ახლახან გაფორმდა აშშ-ის დომინანტურ პოზიციას ამყარებს, რომელმაც ევროპასთან მისთვის მომგებიანი, მაგრამ ევროკავშირისთვის არასამართლიანი, წამგებიანი და არაპროპორციული შეთანხმება გააფორმა. საუბარია ევროკავშირის მიერ, აშშ-ში განსახორციელებელ ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, ასევე უნდა მოხდეს ამერიკული ენერგორესურსების შესყიდვა, რაც არა ბაზრების დივერსიფიცირებას არამედ ამერიკაზე დამოკიდებულებას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა რომ ევროპული პროდუქციისთვის ამერიკული ტარიფი 15% იქნება, გარკვეულ პროდუქტებზე კვლავ ძალაში რჩება 50%-იანი ტარიფი.
შეთანხმების შემდეგ ორივე მხარე ზეიმობს, აშშ-ს ზეიმი გასაგებია, მაგრამ ევროპას საზეიმო არაფერი აქვს, რადგან ევროკავშირმა ხელი, საკუთარი ეკონომიკის ლიკვიდაციას მოაწერა!“ - წერს ჩიხელიძე.
თაგები:
დავით ჩიხელიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს