დავით ჩიხელიძე - ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხვალ რას იზამენ ხომ ხვდებით?


ავტორი
Front News საქართველო
დავით ჩიხელიძე მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ეკლესიის მსახურს აგინეს, რა დროსაც “ბიჭები გამოესარჩლნენ და წავიდა ჩხუბი”.
“ყველაფერი გაირკვა გველის წიწილი ნაცების ჩხუბზე!
მესანთლეს აგინეს ნარმანიამ და მისმა "პადელნიკებმა"...
ბიჭები გამოესარჩლნენ და წავიდა ჩხუბი ფრთხილად უნდა ვიყოთ - ეკლესიის მსახურ ქალს აგინეს მკვდარი და ცოცხალი და ხვალ რას იზამენ ხო ხვდებით?”- წერს დავით ჩიხელიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცველების ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, წარმოიქმნა მცირე კონფლიქტი. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
თაგები:
დავით ჩიხელიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს