დავით ჩიხელიძე - პირადად მე ორ პროგრამაში შევამოწმე ჩანაწერის ხმა და ორივე პროგრამა ამბობს, რომ საუბარი ნამდვილია


ავტორი
Front News საქართველო
როგორც ცნობილი ხდება, ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი გუშინ ანონიმური მეილის საშუალებით სრულიად ქართულ მედიას დაეგზავნა. აბა გამოიცანით რა მოხდა? ნოდარ მელაძემ, ხაზარაძის დავალებით ეს ჩანაწერი დამალა და საზოგადოებას არ უჩვენა. მას შემდეგ კი, რაც ჩანაწერი მთელმა საქართველომ იხილა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს - „გაპრავება“ დაიწყეს, ყალბი საუბარი გავრცელდაო, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
"როგორც ცნობილი ხდება, ახალაიას და პაატა ბურჭულაძის ჩანაწერი გუშინ ანონიმური მეილის საშუალებით სრულიად ქართულ მედიას დაეგზავნა. აბა გამოიცანით რა მოხდა? ნოდარ მელაძემ, ხაზარაძის დავალებით ეს ჩანაწერი დამალა და საზოგადოებას არ უჩვენა. მას შემდეგ კი, რაც ჩანაწერი მთელმა საქართველომ იხილა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს - „გაპრავება“ დაიწყეს, ყალბი საუბარი გავრცელდაო.
ჯერ ერთი - ყალბია თუ ნამდვილი ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ აბა დაშვება გავაკეთოთ რომ პირიქით ყოფილიყო და ჩანაწერში მმართველი გუნდის ლიდერებს ესაუბრათ - „ტვ პირველი“ დაიწყებდა იმის გარჩევას, ნამდვილია თუ არა მასალა? ცხადია არა - ყველა გამოშვებას ამ ჩანაწერით გახსნიდნენ. აი ამიტომ ხართ პარტიული ტელევიზია, პროპაგანდის ინსტრუმენტი და ნუ გეწყინებათ თუ ამას მუდმივად შეგახსენებთ.
P.S. პირადად მე ორ პროგრამაში შევამოწმე ჩანაწერის ხმა და ორივე პროგრამა ამბობს, რომ საუბარი ნამდვილია“, - წერს ჩიხელიძე.
თაგები:
დავით ჩიხელიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს