
ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებაზე, ყოველთვის მოქმედებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროტოკოლი. ამ ტიპის სამიტებზე ტრადიციულად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მეუღლეები. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება, სადაც ის პირველ ლედებთან ერთად პირველ ქმრებს ახსენებს.
მანვე აღნიშნა, რომ "პირველი ქმრის" გამოყენებაში არანაირი უხერხულობა ან უჩვეულობა არ არსებობს, პირიქით, ეს არის ნორმა საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებებსა და ოფიციალურ კომუნიკაციაში.
"საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებაზე, ყოველთვის მოქმედებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროტოკოლი.
ამ ტიპის სამიტებზე ტრადიციულად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მეუღლეები. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი.
ამ კონტექსტში ტერმინი „პირველი ქმარი“ სრულიად ბუნებრივი და საერთაშორისო დიპლომატიურ და საზოგადოებრივ პრაქტიკაში მიღებული ტერმინია. რომელიც გამოიყენება ანალოგიურად, როგორც „პირველი ლედი“ გენდერული შესაბამისობის გათვალისწინებით.
მსოფლიოში არაერთი მაგალითია, როდესაც ქალ პრეზიდენტებს ჰყავთ ოფიციალურად ასე მოხსენიებული მეუღლეები. ეს არ არის არც ახალი და არც გამონაკლისი მოვლენა, ეს არის თანამედროვე პოლიტიკურ-დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილი, რომელიც ასახავს გენდერულ ბალანსს და ინსტიტუციურ თანასწორობას.
"პირველი ქმრის“ გამოყენებაში არანაირი უხერხულობა ან უჩვეულობა არ არსებობს პირიქით, ეს არის ნორმა საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებებსა და ოფიციალურ კომუნიკაციაში“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
დავით ჩიხელიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს