დავით ჩიხელიძე - პრეზიდენტის განცხადება ეხებოდა არა კონკრეტულ რელიგიურ დღესასწაულს, არამედ ბახმაროში დამკვიდრებულ სახალხო ტრადიციას


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის განცხადება ეხებოდა არა კონკრეტულ რელიგიურ დღესასწაულს, არამედ ბახმაროში დამკვიდრებულ სახალხო ტრადიციას, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
"პრეზიდენტის განცხადება ეხებოდა არა კონკრეტულ რელიგიურ დღესასწაულს, არამედ ბახმაროში დამკვიდრებულ სახალხო ტრადიციას. ბახმაროს სახალხო დღესასწაული ყოველ ზაფხულს იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრები, მთავრობის წევრები, ტურისტები და ა.შ. ღონისძიების მთავარ ნაწილს წარმოადგენს ტრადიციული დოღი, რომელიც ბახმაროს სიმბოლოდ მიიჩნევა, პარალელურად იმართება სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები, გრანდიოზული კონცერტი და სხვა.
პრეზიდენტის განცხადება სწორედ ამ ტრადიციის შენარჩუნებას და გაგრძელებას შეეხებოდა, რადგან ეს არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი თქმით, მსგავსი დღესასწაულები აერთიანებს საზოგადოებას, აძლიერებს ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობას ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და ხელს უწყობს რეგიონული განვითარების პროცესს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივებს, ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დააარსა და წლების განმავლობაში ხელს უწყობს ბახმაროს ტრადიციული დღესასწაულის გაგრძელებასა და პოპულარიზაციას“,- წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.
თაგები:
დავით ჩიხელიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს