დავით ჩიხელიძე - როცა დონალდ ტრამპი მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვის, ქართული ოპოზიცია ფსონს ომზე აკეთებს


ავტორი
Front News საქართველო
“ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული „ანალიტიკოსები“ აგრძელებენ დესტრუქციულ ნარატივს. კუპონა, ისევე როგორც დარჩიაშვილი და ნოდია, ზუსტად იმეორებს ოპოზიციის მესიჯ-ბოქსს. ომის შესაძლო დასრულების პერსპექტივა ოპოზიციაში და მათ წევრებში სინანულსა და აშკარა გაღიზიანებას იწვევს” - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ისინი ვეღარ მალავენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მათთვის მთავარი არა საქართველოს არამედ, დიფ სთეითის ინტერესებია — ინტერესები რომელიც ომზე, დაპირისპირებასა და ნგრევაზე დგას.
“მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვის, ქართული ოპოზიცია ფსონს ომზე აკეთებს. ისინი არ მალავენ კმაყოფილებას იმით, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებების გარეშე დასრულდა. უფრო მეტიც – ტრამპს შეხვედრის ფაქტისთვისაც კი აკრიტიკებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული „ანალიტიკოსები“ აგრძელებენ დესტრუქციულ ნარატივს. თავად კუპონაც კი – რომლის პროგნოზები არასერიოზულობით არის გამორჩეული (თუ მას დავუჯერებთ, დღეს ლარი აღარ უნდა არსებობდეს) – ტრამპის წინააღმდეგ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შეფასებები სერიოზულად აღსაქმელი არ არის, ის მაინც საინტერესოა ერთი კუთხით: კუპონა, ისევე როგორც დარჩიაშვილი და ნოდია, ზუსტად იმეორებს ოპოზიციის მესიჯ-ბოქსს.
ომის შესაძლო დასრულების პერსპექტივა ოპოზიციაში და მათ წევრებში სინანულსა და აშკარა გაღიზიანებას იწვევს. ისინი ვეღარ მალავენ იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ მათთვის მთავარი არა საქართველოს არამედ, დიფ სთეითის ინტერესებია — ინტერესები რომელიც ომზე, დაპირისპირებასა და ნგრევაზე დგას”, - წერს ჩიხელიძე.
თაგები:
დავით ჩიხელიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს