Logo

დავით ჩიხელიძე - სუსის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს

პოლიტიკა
80
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. სუსის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სუსი არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ რეალურად ებრძვის კორუფციას, -  ამის შესახებ  ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჩიხელიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ეს ყოველივე კი  ქმნის ნდობას სახელმწიფოს მიმართ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. სუსის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სუსი არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ რეალურად ებრძვის კორუფციას. 

კორუფცია ქვეყნის განვითარების მთავარი დამაბრკოლებელია. ის აჩერებს ეკონომიკურ ზრდას, ანგრევს სამართლიანობის განცდას საზოგადოებაში და ნდობას აკარგვინებს მოქალაქეს სახელმწიფოს მიმართ. შესაბამისად, ნებისმიერ თანამდებობის პირს, რომელიც საკუთარ პოზიციას პირადი გამორჩენისათვის იყენებს, უნდა ესმოდეს, რომ შერჩევითი მიდგომა აღარ იარსებებს. არც პოლიტიკური კუთვნილება, არც მაღალი თანამდებობა და არც გავლენიანი კონტაქტები ვეღარ იქნება ინდულგენცია.

სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირება ასეთ დანაშაულებზე არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გზავნილი. კორუფციაში ჩართულობის ფაქტებზე მყისიერი და ზუსტი რეაგირების გარეშე ვერცერთი რეფორმა, ვერცერთი სახელმწიფო სტრატეგია და ვერცერთი დემოკრატიული პროცესი ვერ იქნება წარმატებული.
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ კანონი ყველასთვის ერთია. სწორედ ასეთი პროცესები ქმნის ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს. ამ გზავნილით ხელისუფლება მკაფიოდ აცხადებს: კორუფციაზე სახელმწიფოს თვალს არ დახუჭავს, კორუფცია არის დანაშაული, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვება მკაცრი სასჯელი“,- წერს დავით ჩიხელიძე.

Advertisement