Logo

დავით ჯანდიერი - დღევანდელმა განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასამართლო ხელისუფლება სრულად პოლიტიკურად კონტროლირებულია

სამართალი
288
Frontnews image description

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელმა განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება სრულად პოლიტიკურად კონტროლირებულია და ხელისუფლების მორჩილ ინსტრუმენტად არის ქცეული, - ამის შესახებ  "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ იყო სამართლებრივი პროცესი, ეს იყო ფორმალობად შენიღბული პოლიტიკური რეპრესიის მორიგი ეტაპი.

"სააპელაციო სასამართლოს დღევანდელმა განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება სრულად პოლიტიკურად კონტროლირებულია და ხელისუფლების მორჩილ ინსტრუმენტად არის ქცეული. ეს არ იყო სამართლებრივი პროცესი, ეს იყო ფორმალობად შენიღბული პოლიტიკური რეპრესიის მორიგი ეტაპი. გიორგის საქმე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პირადი ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რათა ეს უსამართლობა არ დარჩეს შენარჩუნებული", - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის მიხედვითაც ის "ბიტკოინების საქმეზე" დამნაშავედ ცნეს და თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

Advertisement