დავით ჯანდიერი - განცხადება ბაჩიაშვილის ვითომდა მწვანე ზოლში ყოფნის შესახებ, არის მტკნარი სიცრუე


ავტორი
Front News საქართველო
განცხადება, რომელიც გავრცელდა ბაჩიაშვილის ვითომდა მწვანე ზოლში ყოფნის შესახებ, არის მტკნარი სიცრუე, არ შეესაბამება სინამდვილეს, - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე.
"განცხადება, რომელიც გავრცელდა ბაჩიაშვილის ვითომდა მწვანე ზოლში არსებობის შესახებ, არის მტკნარი სიცრუე, არ შეესაბამება სინამდვილეს. ის არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე.
არავითარი სამართლებრივი პროცედურა - ექსტრადიცია, ან ასე შემდეგ, არ განხორციელებულა მის საქმესთან დაკავშირებით.
საუბარი არის ადამიანთა ჯგუფზე, რომლებსაც შეუძლიათ, რომ "აირზენას" თვითმფრინავი გადააფრინოს ერთი ქვეყნიდან მეორეში, რომელთაც შეუძლიათ, რომ ამ ფორმით მიიღონ ადამიანი საკუთარ ბორტზე და შემდეგ შეუძლიათ, გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა მედიის მეშვეობით და შეუძლიათ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ამყოფონ უკანონო პატიმრობაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
თაგები:
დავით ჯანდიერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს