დავით ჯანდიერი - გიორგი ბაჩიაშვილი გადაყვანილია გლდანის მე-8 დაწესებულებაში


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი ბაჩიაშვილი გადაყვანილია გლდანის მე-8 დაწესებულებაში, - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა.
მისი თქმით, გადაყვანის მიზეზი ლოგისტიკური საკითხები გახდა.
"რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მე და ჩემი კოლეგა ვიმყოფებოდით დღეს და იქ გვითხრეს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი გადაყვანილია გლდანის მე-8 დაწესებულებაში. მისი საპატიმრო პირობები უცვლელია, როგორც მას განუმარტეს, მისი გადაყვანის მიზეზი იყო დაკავშირებული ლოგისტიკასთან. ის ამავდროულად ბრალდებულია და მან პროცესებზე უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ამ ეტაპზე პენიტენციურიდან რამე დარღვევის ან ინციდენტის შესახებ მას ჩვენთვის არ უთქვამს და შეიძლება ითქვას, რომ ყველას აინტერესებს ამ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული", - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
გიორგი ბაჩიაშვილს "ბიტკოინების საქმეზე" სასამართლომ თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი - ე.წ. მტკვარი ჰესის და საზღვრის უკანო კვეთაზე.
თაგები:
დავით ჯანდიერი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა