დავით ჯანდიერი - პროკურატურა გამოყენებულია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური დასჯის ინსტრუმენტი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ


ავტორი
Front News საქართველო
სავარაუდოდ, დღესვე იქნება სასამართლოს შემაჯამებელი განაჩენი, ასევე ველოდებით გადაწყვეტილებას იმ განჩინებებთან დაკავშირებით, რომლებზეც გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურა სადამსჯელო მექანიზმია.
"წინა სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი ამ საქმეს არ აქვს და უკიდურეს შემთხვევაში, ეს საქმე შეიძლებოდა ყოფილიყო პოტენციურად სამოქალაქო საქმე, თუმცა პროკურატურა გამოყენებულია, როგორც დასჯის ინსტრუმენტი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური დასჯის ინსტრუმენტი გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ. ეს არის ცხადზე ცხადი.
სავარაუდოდ, დღესვე იქნება სასამართლოს შემაჯამებელი განაჩენი, ასევე ველოდებით გადაწყვეტილებას იმ განჩინებებთან დაკავშირებით, რომლებზეც გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო", - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
წინა სასამართლო სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოტანილი განაჩენი განიხილეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. ბიტკოინების საქმეზე თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
თაგები:
დავით ჯანდიერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს