დავით ჯუღელი - ხელისუფლების მხრიდან მოსამართლის მიმართ ზემოქმედების მცდელობას ყოველთვის აქვს ადგილი, მთავარია, რამდენად შეძლებს პიროვნება, გაუძლოს ზეწოლას


ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლების მხრიდან მოსამართლის მიმართ ზემოქმედების მცდელობას ყოველთვის აქვს ადგილი არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაშიც, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ დავით ჯუღელმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, რამდენად შეძლებს ესა თუ ის პიროვნება, გაუძლოს ზეწოლას და მცდელობის საწყის ეტაპზევე აღკვეთოს ის.
"ხელისუფლების მხრიდან მოსამართლის მიმართ ზემოქმედების მცდელობას ყოველთვის აქვს ადგილი არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაშიც, მთავარია, რამდენად შეძლებს ესა თუ ის პიროვნება, გაუძლოს ამ ზეწოლას და თავიდანვე, მცდელობის საწყის ეტაპზევე აღკვეთოს. არის უამრავი მოსამართლე, რომლის სახელს და გვარს ასე საჯაროდ ვერ გაიგებთ, ვინაიდან, მათ არასდროს არ დაეწერებათ იმ სახის და იმ კატეგორიის საქმეები, რომელზედაც კონკრეტული ხელისუფლის მიმართ რაიმე სახის დაკვეთა არსებობს.
გააჩნია კონკრეტულ საქმეს და კონკრეტულ ინტერესს. ხშირ შემთხვევაში კერძო პირის ინტერესი უფროა კონკრეტულ საქმეზე, რითაც თავის გამოჩენა სურთ ამა თუ იმ ხელისუფალთან.
რაც შეეხება საარჩევნო დავებს, ეს ხელისუფლებაში უსაზღვროდ დარჩენის სურვილით აღსავსე პირების ერთობლივი დაკვეთა იქნებოდა. აქ ფორმას, რა სახის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კონკრეტულ მოსამართლემდე მიიტანს მისი ხელმძღვანელი", - განაცხადა დავით ჯუღელმა.
თაგები:
დავით ჯუღელი

“მოღალატე, სამშობლოს მტერი, პრორუსი” – რა დგას ქართველი პოლიტიკოსების მძიმე ურთიერთბრალდებების უკან

არჩილ გამზარდია – აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან დუმილი და იგნორირება “ქართულ ოცნებას” უფრო გააშარჟებს, ვიდრე რამეში წაადგება

დავით ზურაბიშვილი – აქ თუ ივანიშვილმა სიტუაცია პოლიტიკურად მოგუდა, ვერც ევროკავშირი და ვერც ამერიკა ვერაფერს იზამს, არც სანქციები დადგება დღის წესრიგში