დავით ქართველიშვილი - იმთავითვე ცხადი იყო, რომ NGO კლასტერი ამ სქემაზე გადაერთვებოდა


ავტორი
Front News საქართველო
“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ცნობას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უწყებამ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
“მას შემდეგ, რაც აქაურ NGO-ებს ხელისუფლებამ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა მოსთხოვა - ყველა მათგანმა უარი თქვა თანხების მიზნობრიობის გასაჯაროებაზე. ზოგი დაიხურა, ზოგმა რეგისტრაცია ქვეყნიდან გაიტანა და ა.შ...ერთი სიტყვით, რადიკალებს რევოლუციის "თეთრი ფული" გაუქრათ და დღეს ვიგებთ, რომ პროკურატურამ და სუსმა 700 მილიონის გამთეთრებელი, გარედან შემომტანი დააკავა. იმთავითვე ცხადი იყო, რომ NGO კლასტერი ამ სქემაზე გადაერთვებოდა და კარგია, რომ სპეცსამსახურები ფხიზლად არიან”, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
დავით ქართველიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს