დავით ქაცარავა 4 000 ლარით დააჯარიმეს და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს


ავტორი
Front News საქართველო
ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება 3 წლით ჩამოართვა.
გამოძიება მას პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას ედავება.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო. პროცესს თავად ქაცარავა არ დასწრებია.
კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა 173-16 მუხლის დარღვევას ითვალისწინებს, რაც სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
თაგები:
დავით ქაცარავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს