Logo

დავით ხომერიკს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
140
Frontnews image description

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს თავისუფლების 4 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადებამდე 26 წლის დავით ხომერიკმა მოსამართლეს მიმართა.

"ჩემი თითქმის 9-თვიან პატიმრობასა და პროკურატურის შეკერილ საქმეზე გეტყვით, რომ ამ საქმეში არ არსებობს არც ვიდოემტკიცებულება, არ არსებობს მომჩივანი, დაზარალებული, რაღაც მოლოტოვის კოქტეილებს ისროდიო - არც ვიცი, რაზეა ლაპარაკი.

პატივცემულო მოსამართლე, მაინც მრჩება იმედი, რომ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ და სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ალბათ, თქვენც გაძალებენ, აქციაზე დაკავებული ხალხი ციხეში გაუშვათ. თუმცა, გთხოვთ, იყავით სამართლიანი, რომ ხალხს დაუბრუნდეს სასამართლოს მიმართ ნდობა", - განაცხადა ხომერიკმა.

დავით ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით - გზის გადაკეტვისთვის დააკავეს, შემდეგ კი პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავების დროს მას ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის გამზადებული იყო.

Advertisement