
ავტორი
Front News საქართველო
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.
"ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის. დამწვარია საფეხმავლო ხიდის ხის საფარის 4 კვადრატული მეტრი, დაზიანებულია მოაჯირის ნაწილი” , - აღნიშნულია მერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავით კოდუას განცხადებით, ხიდის დაზიანებული ნაწილის აღდგენა დილითვე დაიწყება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
თაგები:
დავით კოდუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს