
ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კოდუამ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებს მიმართა და მათ წარმატებები უსურვა.
"ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ეს არის დღე, რომელიც ცოდნის, შრომის, პასუხისმგებლობისა და მომავლისკენ გადადგმული თავდაჯერებული ნაბიჯის სიმბოლოა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში თითოეულ თქვენგანს წარმატებას, სიმშვიდესა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას გისურვებთ.
განათლება ჩვენი ქვეყნის განვითარების უმთავრესი საფუძველია. სწორედ განათლებული, მიზანდასახული და პროფესიონალი ახალგაზრდები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენს ზუგდიდს კი განსაკუთრებით სჭირდება ახალი თაობა, რომელიც საკუთარი ცოდნით, შრომითა და ინოვაციური ხედვებით ჩვენი რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ზუგდიდი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება განათლებული, წარმატებული და ღირსეული ახალგაზრდების ქალაქი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი თაობა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთელი საქართველოსთვის არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევისა და წარმატების სათავეში იქნება.
გჯეროდეთ საკუთარი თავის, იყავით თავდაჯერებულები და გახსოვდეთ, რომ ყოველი დიდი წარმატება სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იწყება.
წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს! დარწმუნებული ვარ, თქვენი მონდომება და შრომა ამ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებით დასრულდება" - განაცხადა დავით კოდუამ.
თაგები:
დავით კოდუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს